იგი ჟურნალისტ ლია კილაძის ინიციატივით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ერკეთის დედათა მონასტერი, სამხატვრო სკოლა, ინდმეწარმეები და სხვადასხვა მოხალისეები. ფესტივალის მიზანია, სააღდგომო კომპოზიციების გამოფენა-გაყიდვა და ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა. ,,პასქის ფესტივალს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კონსტანტინე შარაშენიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე წელს პირველად დაესწრნენ. ზვიად კვაჭანტირაძის რჩეული გახდა ნამცხვრის სახლი ,,ტირამისუ”, რომელსაც დეპუტატისგან საჩუქრად სპეციალური პრიზი გადაეცა. ნომინაციაში ,,ხალხის რჩეული”, გამარჯვებული N1 საჯარო სკოლა გახდა.