საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ტექნიკა მიმდინარე თვის 10 რიცხვიდან შევიდა, რადგან შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ტრაქტორები სამტრედიის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გადაიყვანეს. ამის შესახებ საღარეიშვილმა პარლამენტში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შალვა ფიფიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“მე მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყოს ეს, ცენტრის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს? ტრაქტორების გამო სოფლის რწმუნებულებს უპირისპირდება ხალხი,” _ ამბობს საღარეიშვილი.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ უპასუხა, მისი თქმით, რწმუნებულებს ევალებოდათ სიების მომზადება და მოსახლეობის მობილიზება იმ დროისათვის, როდესაც სოფელში ტრაქტორი შედიოდა.
ამ წუთებში შალვა ფიფია “ნაციონალების” შეკითხვებს პასუხობს. შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას და არსებულ დარღვევებს შეეხება.