_ “ბევრი ვიფიქრე იმაზე ღირდა თუ არა პასუხი გამეცა კონსტატინე შარაშენიძის იმ მონაბოდვარზე რომელიც დღეს “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა, მაგრამ ისევ ოზურგეთელების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მინდა გავცე პასუხი: უკვე შარაშენიძე ვეღარ აკონტროლებს თავს _ ეს ამ სტატიდანაც ჩანს და იმ ქმედებიდანაც, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩაიდინა (მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმას ვგულისხმობ, რომელსაც ეხლა უსირცხვილოთ უარყობს). ჯერ რომელ წარსულზე საუბრობს ის კაცი, რომელსაც მართლაც საეჭვო წარსული აქვს როგორც პოლიტიკური, ისევე კრიმინალური თვალსაზრისით, ოზურგეთლებს მართლაც ყველაფერი ახსოვთ. შევახსენებ, უბრალოდ, ჩემს ოზურგეთელებს, რომ ჯერ 2006 ნაციონალების ზენიტში ყოფნისას უნდოდა ნაციონალების გამგებელი გამხდარიყო (რამაც ნაციინალებს ღიმილი მოგვარა, რომ ადამიანის თავხედობა სანამდე შეიძლება მივიდეს), შემდეგ 2010 ქდმ-ს (ეს პარტია ვისი სატელიტი იყო მე მგონი ყველამ იცის) სახელით კენჭს იყრიდა ადგილობრივ არჩევნებში მშობლიურ სოფელში, როცა ჩვენ ვებრძოდით ნაციონალებს და როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალა მხოლოდ ერთი მანდატი მივიღეთ საკრებულოში. რომ არაფერი ვთქვა ოთხმოცდათიან წლებში მის საქმიანობებზე, რაც მთელმა ოზურგეთმა იცის; რომ არაფერი ვთქვა მის არაპროფესიონალიზმზე, გამოუცდელობაზე, რაც მის ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახება; რომ არაფერი ვთქვა მის განათლებაზე და ა.შ. ჯერ მის გაუნათლებლობაზე და პოლიტიკურ სიბეცეზე მიუთითებს, რომ ამბობს თუ მე სად ვიყავი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ სად დავუდგებოდი ბატონ ბიძინა ივანიშვილის გუნდს გვერდში, ოზურგეთში თუ თბილისში. მითუმეტეს როცა ბატონი თემურ სალუქვაძე აქეთ იყო და ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო წინასაარჩევნოდ კოალიციის შტაბში, რასაც დიდი მადლიერებით იხსენებს ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე და დარწმუნებული ვარ, რომ არა შარაშენიძე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა გამარჯვების პროცენტი. ასე რომ ვპირდები ჩემს ოზურგეთელებს, რომ კოტე შარაშენიძისნაირი ადამიანების ადგილი არასოდეს იქნება ახალ ხელისუფლებაში, რასაც ყველა ძალიან მალე დაინახავს, რაც ყველას ძალიან უნდა, რაც 24 ივლისს თქვეს კიდეც ოზურგეთელებმა ხმამაღლა. ოზურგეთელებს წამს და სჯერა, რომ ოზურგეთში ძალიან მალე აღსდგება სამართლიანობა, პირველი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის იქნება შარაშენიძის ჩამოცილება ადგილობრივ ხელისუფლებიდან!_ აღნიშნავს კვერღელიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved