თუმცა ისინი სულაც არ ემიჯნებიან ბიძინა ივანიშვილს, ემიჯნებიან ლანჩხუთის კოალიციის არა კოალიციურ რეჟიმში მუშაობას. სულ ცოტა ხნის წინ კი კოალიციაში შემავალმა “ეროვნულების” ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ფირცხალაიშვილმა და მისი ორგანიზაციის დაახლოებით ორასმა წევრმაც გამოთქვა სურვილი სახალხო კრებაში გაერთიანებისა ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად. გთავაზობთ გია ფირცხალაიშვილის განცხადებას:
_ პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნულების“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ფირცხალაიშვილი ვტოვებ პოლიტიკურ გაერთიანება “ეროვნულებს“ და შევდივართ სახალხო კრებაში იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძეს. ასევე ჩემთან ერთად “ეროვნულებს“ დატოვებენ ახალგაზრდულის 35 კაცი და ასევე ის 169 წევრი, ვინც ჩვენი ორგანიზაციის წევრებად და მხარდამჭერებად ითვლებიან. არ ვაპირებთ პარტიაში გაწევრიანებას, შევდივართ“ სახალხო კრებაში“ ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად. ჩვენ არ ვემიჯნებით ბიძინა ივანიშვილს. ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ლანჩხუთის კოალიციის მიმართ უკმაყოფილებამ, იმის გამო, რომ ისინი დახმარების ნაცვლად ხელს უშლიან ბატონ ბიძინას და მუშაობენ მის საწინააღმდეგოდ, _ ამბობს თავის განცხადებაში გია ფირცხალაიშვილი.