კონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კომიტეტის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიშს წარმოადგენს. მოწვეული სტუმრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგებს და ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეაჯამებენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
სხდომაზე მოწვეულნი არიან: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.