დღეს სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მილოცვა ილჰამ ალიევს გუშინ გაუგზავნა.