ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ქუთაისის ოფისში საუბრობენ. აღნიშნულ დარღვევაში მონაწილე ამომრჩეველი ანრი თევდორაძეა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია.
აღნიშნული უბანი ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. იგივე სახის დარღვევა “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა ქუთაისის 82-ე უბანზეც გამოავლინეს.
აღნიშნული უბანი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 24-ე საჯარო სკოლის შენობაშია.როგორც პარტიაში აცხადებენ ამომრჩეველი თავიდან, უბნიდან გაიქცა თუმცა, მოგვიანებით მაინც მოხდა მისი ვინაობის დადგენა და ის 1950 წელს დაბადებული გურამ ბუცხრიკიძეა.
შეგახსენებთ რომ 10 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა 5.84% აქტივობა ფიქსირდება.მორიგ მონაცემებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია დღის 12:30 -ზე წარმოადგენს.