“გურია ნიუსი” ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა, რომელიც ვერ აკონკრეტებს იქნება თუ არა ოთარ ფარცხალაძის გუნდში. ირაკლი ღარიბაშვილმა ფარცხალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის თავისი ეფექტური გუნდით აპირებს პროკურატურაში მისვლას.
_ ბატონო ლაშა, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თქვენი გადადგომის შესახებ, დღეს სიცრუე უწოდეთ. შეიძლება გადაჭრით თქვათ, რომ ოთარ ფარცხალაძის გუნდში გიხილავთ?
_ ხო გავავრცელეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია?
_ გაავრცელეთ, მაგრამ პროკურატურაში თქვენს წასვლაზე საუბრობენ.
_ თქვენ ვინ გარწმუნებთ ამაში არ ვიცი, სისულელეა, დღეს მე გავავრცელე ინფორმაცია და ასეა.
_ ანუ თქვენ მოიაზრებით ფარცხალაძის გუნდში?
_ ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. რაც გავრცელდა ის არის ნამდვილი ინფორმაცია.
_ ბატონო ლაშა, შეგიძლიათ ერთი სიტყვით გვითხრათ იმუშავებთ თუ არა ფარცხალაძესთან?
_ ინფორმაცია ხომ ნახეთ? ყველგან დევს, ჩვენს ოფიციალურ საიტზეც დევს, ინტერპრესზეც, ნახეთ და იხელმძღვანელეთ იმით.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ნაცვლიშვილის გადადგომის ამბავი არ უნდა გავრცელებულიყო, სწორედ ამიტომ უარყო პროკურატურამ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია.