https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოკლულის მამა პოლიციას მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

4:11; 11.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ აცხადებს 5 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღამის 11 საათზე საკუთარ სახლთან ჩაცხრილული გოჩა გუჯაბიძის მამა ვარდენ გუჯაბიძე.

ის “გურია ნიუსს” ექსკლუზიურად აწვდის გოჩას სავარაუდო მკვლელის შესახებ ინფორმაციას და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას ითხოვს.

“გურია ნიუსი” გოჩა გუჯაბიძის მკვლელობის შესახებ არა ერთხელ წერდა. მისი საზარელი მკვლელობიდან უკვე სამი თვე გავიდა და საქმე კვლავ გაუხსნელია. თუმცა, მკვლელობის ვერსიებზე საზოგადოება დაფარულად საუბრობს, დღეს კი მოკლულის მამა ვარდენ გუჯაბიძე “გურია ნიუსთან” ღიად ალაპარაკდა.

_ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ვისი დახმარების იმედიც მქონდა, იმათგან არაფერი არ გამოვიდა _ პოლიციას ვგულისხმობ. აქამდე მაჩუმებდნენ, სამი თვე გავიდა და ვხედავ, რომ არაფერი არ ჩანს _ ჩემი შვილის მკვლელები კვლავ ქუჩაში დათარეშობენ. მხოლოდ შს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი იბრძვის, თუმცა, მას ხელს უშლის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი _ მე ვხედავ ამას.

_ რა გაძლევთ ამ განცხადების თქმის საფუძველს?

_ რაიონული პოლიციის უფროსი ირაკლი შავიშვილი, ჩემი შვილის უკანონოდ დაპატიმრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა 2011 წლის 19 მაისს, მაშინ, როცა მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ისე დააპატიმრეს. იქედან მოყოლებული ჰქონდა გოჩასთან პიროვნული დაპირისპირება. გოჩა 14 თებერვალს გათავისუფლდა ამნისტიით. ბანკში იყო მისული გოჩა და ჩემი დისშვილი. ამ დროს იქ შემთხვევით ყოფილა ირაკლი შავიშვილი. როგორც კი მან გოჩა დაინახა, დარეკა ტელეფონზე. სამ-ოთხ წუთში მოვიდა პატრული და გოჩა წაუყვანიათ პოლიციაში, უფროსი გიბარებსო და შეუყვანიათ შავიშვილთან. იგი შეეკითხა, როდის განთავისუფლდი და რას ფიქრობო. გოჩა უკითხავს, რას უნდა ვფიქრობდეო. რას და საქართველოს როდის დატოვებო. გაკვირვებულა გოჩა _ რატომ უნდა დავტოვო საქართველო, ტყუილად რომ დამიჭირეთ, დაავადმყოფებული ვარ, უნდა ვიმკურნალო, არსად არ ვაპირებ წასვლას, სახლში მოხუცები მყავს საპატრონოო. პოლიციის უფროსს უთქვამს, შენი საქმე შენ იცი, მაგრამ მე გაგაფრთხილე, რომ პრობლემები არ შეგექმნასო. გოჩამ ეს ამბავი სახლში მოყვა, მოუყვა ჩემს დისშვილსაც, რაღაცას მომიწყობენ უეჭველადო და მითხრა, მამა, შენ საოპერაციო ხარო, დავაჩქაროთ ოპერაცია და მერე წავალ, მეშინია, მართლა რამე არ მომიწყონო.

_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის მკვლელობაში პოლიცია ურევია და საქმის გახსნა მათ მიერ ხელოვნურად ჭიანურდება?

_ კი, პოლიცია მფარველობს ჩემი შვილის მკვლელს. ნამდვილად ასეა.

_ რატომ? ანუ თქვენ იმასაც აცხადებთ, რომ პოლიციამ იცის, ვინ არის თქვენი შვილის მკვლელი და ხელს აფარებს?

_ მე პოლიციაში მივეცი ჩვენება და დასაბუთებულად ავხსენი, ვის და რატომ შეეძლო მოეკლა ჩემი შვილი. არსებობენ მოწმეები, ერთ-ერთი მათ შორის მეც, თუ რას ჰყვებოდა სახლში ჩემი შვილი. არ მიჯერებენ. ეს არის ჩემი, გამწარებული მამის საფუძვლიანი ეჭვი: გოჩამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, ა. ა. (აქ ბატონი ვარდენი, იმ ადამიანის სახელს და გვარს ასახელებს, რომელმაც, მისი მტკიცებით გოჩა გუჯაბიძე მოკლა, თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით, ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ და ინიციალებიც შეცვლილია. რედ.) ხუთი დღეა, ჩამოსულია და სახლიდან არ გამოდისო. ასევე, ურევია მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ჩემი სოფლელი, რომელიც მეგზურად ჰყავდათ. გავიგე, ზუსტად სად იყო მანქანით გაჩერებული ხვარბეთის გზაზე ხიდთან. ახლა საქართველოში არ არის ჩემი შვილის მკვლელი, თუმცა, მაინც ვიპოვი და გავუსწორდები, _ აცხადებს ვარდენ გუჯაბიძე და სავარაუდო მკვლელობის მოკლე ისტორიის შესახებ ჰყვება:

_ ა. ა. ადრე ქურდული სამყაროს მიმდევარი იყო. საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად ჩაერთო “ნაცმოძრაობის” სასარგებლო მუშაობაში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებასაც “დავერბოვკებული” ჰყავდა და ამუშავებდა, ასე ვთქვათ “ნასედკა” იყო. მე შემიძლია, მოგიყვანოთ ფაქტები, ა. ა. როგორ დადიოდა საპარლამენტო არჩევნებზე პატიმრების ოჯახებში და როგორ თხოვდა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმების შეგროვებას. სამაგიეროდ, პატიმრების სახლში გამოშვებას ჰპირდებოდა და ეუბნებოდა მათი ოჯახების წვერებს, რომ პოლიციასთან შეთანხმებული იყო და თვითონ იყო ამ საქმის “ატვეჩაი”. ასევე მუშაობდა ტაქსისტებთან _ ჰყავდა დაქირავებული სპეციალური ტაქსი, რომელსაც ამ ოჯახებში აგზავნიდა და აფრთხილებდა, რომ “5”-იანი შემოეხაზათ, თუ უნდოდათ, რომ მათი შვილები სახლში ციხიდან უვნებელი დაბრუნებულიყვნენ. რამდენიმე კაცი სახლში კი მიუვარდა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა მისი პირობა. ასე ატყუებდა ოჯახებს არჩევნების დროს.

ჩემი შვილი რომ გამოვიდა ციხიდან, დაუბარებია ა. ა. და კატეგორიულად დაუსვამს საკითხი, სადაც მე ვიქნები, იქ არ გამეკარო, პოლიციის “ნასედკა” ხარო. გაურჩევიათ საქმე, გაამტყუნეს ა. ა. და გააფრთხილეს, არაფერში არ ჩაერევი და ჩუმად იყავიო. ამის შემდეგ იბარებდა გოჩა თურმე ა.ა.-ს, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. თუმცა, მალე ისე მოკლეს გოჩა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ერთი კი მითხრა _ მამა, რასაც გეუბნებოდიო… პოლიცია ამბობს, დამამტკიცებელი ფაქტები არ გვაქვსო. ადგება ახლა ა. ა. და თვითონ იტყვის ამას? გოჩას ერთგული მეგობრების საშუალებით აუცილებლად დავადგენ სიმართლეს და ჩემი შვილის მკვლელებს თვითონ მე გავუსწორდები.

ყველას გააგებინეთ, რომ ვიცი, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და პოლიცია დუმს. დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში. მე, მოხუც მამას მხოლოდ იმიტომ მინდა სიცოცხლე, რომ ჩემს შვილთან პირნათელი წავიდე საფლავში.

შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი “გურია ნიუსთან” ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

_ ბატონო ირაკლი, გოჩა გუჯაბიძის მამა აღნიშნავს, რომ პოლიციამ იცის, ვინ არის მისი შვილის მკვლელი და ხელოვნურად აჭიანურებს ამ საქმის გახსნას.

_ ეს არ არის სიმართლე და კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგ საქმესთან დაკავშირებით!

_ ბატონო ირაკლი, გქონდათ თუ არა გოჩა გუჯაბიძესთან პიროვნული დაპირისპირება?

_ არანაირი და კომენტარს არ ვაკეთებ, _ გვითხრა შავიშვილმა.

ვარდენ გუჯაბიძის მიერ დასახელებული პიროვნება ა. ა., როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ამიტომ ჩვენ მის მეუღლეს დავუკავშირდით, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს კომენტარზე: _ არაფერი არ მაქვს ჩემს მეუღლეზე სათქმელი, მით უმეტეს, არანაირ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, არ გეწყინოთ, ვინ რას ამბობს, არ მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ რომ იგი მართალია, ეს ჭორები მეც მესმის. დავამთავრე თქვენთან საუბარი, ჩემი მეუღლე აქეთ არაა. ღმერთმა განსაჯოს მისი სიმართლე.

შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის და საქმე კვლავ ძიებაშია:

_ რომ ყოფილიყო სიახლე, გაიგებდით, _ გვითხრა ფერსაშვილმა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა

ჯარიმის ოდენობები და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები მცირდება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო