“გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ეს საკითხი განხილვის პროცესშია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უნივერსიტეტისთვის იმ შენობების გადაცემის თაობაზე, რომლებშიც განთავსებულია ან განთავსებული იყო სხვადასხვა კვლევითი დაწესებულებები. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მთავრობას სურს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას, ამიტომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოხდება როგორც სახელმწიფოს, ისე უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით,” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.