მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დევნილთა შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი დამტკიცდება და ძალაში შევა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულისთვის საჭიროა ინფორმაცია გადამხდელების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ასევე ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შედის ცვლილებები. საქმე ეხება 33-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს იდენტიფიცირებულ ინფორმაციას ამა თუ იმ გადამხდელზე. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს გადამხდელთა ინფორმაციის შესახებ სხვა სახელმწიფო უწყებებიდანაც მიმართავენ და ამიტომ უმჯობესია კოდექსში ჩაიწეროს, რომ შემოსავლების უწყებას მიეცეს უფლება საჭიროებისამებრ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე ასეთი ინფორმაცია გასცეს.
“როგორც ცნობილია, დევნილთა სამინისტრო ახორციელებს დევნილთა ბაზის განახლებას. ასევე მომზადებულია ახალი კანონპროექტი დევნილთა შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა შემწეობების გაზრდას გარკვეული შეზღუდვით – ის დევნილები, რომელთა შემოსავალი აღემატება 1250 ლარს, კანონის ძალაში შესვლის დღიდან შემწეობებს აღარ მიიღებენ”, _ აღნიშნა დარახველიძემ.
ამასთან, მთავრობის სხდომის დაწყების წინ მისგან ჟურნალისტები მოადგილეების საკითხითაც დაინტერესდნენ. დარახველიძის განმარტებით, მოადგილეები უცვლელი დატოვა და მათი კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა.