“ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა. მის ადგილზე კი დაინიშნება დავით ხუციშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ჩემს პირველ მოადგილედ გადადის გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.
რაც შეეხება შს მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს, მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა მისი საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური კი, ჭიკაიძის ინფორმაციით, თანამდებობებს ინარჩუნებენ და მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობას განაგრძობენ.