“ამ გზისკენ საქართველო 25 წელია მიდის. ეს ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომლის შესრულებას მომავალი წლის სექტემბერში მივუახლობდებით, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გავაფორმებთ. იოტისოდენადაც არ მეპარება ეჭვი და შანსი არ არსებობს, რომ ევროპული გზიდან საქართველომ გადაუხვიოს”, _ განაცხადა ალასანიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
მისივე თქმით, თავად ევროპის სახელმწიფოები ადასტურებენ საქართევლოს პერსპექტივას, ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
“ეს გამოწვევები არ არის მხოლოდ სამხედრო საფრთხის შემცველი. ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ სამხედრო საფრთხეს ნაკლებად ვხედავ. ველი გამოწვევებს, როცა ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს შიგნით კრიტიკული და სკეპტიკური განწყობები შექმნან. ასევე ვხედავ კონტრდაზვერვით საფრთხეებს”, _ აცხადებს ირაკლი ალასანია.