“თბილისის მცხოვრებლებს კარგად ვიცნობ და კარგად ვიცნობ იმ ვიწრო ჯგუფს, რომელიც ასე ფიქრობს და აზროვნებს. მე 34 წლის ვარ და აქედან 17 წელი, ანუ ზუსტად ნახევარი სამეგრელოში გავატარე, სადაც დავიბადე, ბაღი და სკოლა დავამთავრე, ხოლო ბოლო 17 წელი ვცხოვრობ თბილისში და მუდმივად ვარ თბილისში გარდა მცირედი გასვლებისა. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცნობ თბილისის მოსახლეობას, მათ პრობლემებს და საჭიროებებს და ამავდროულად კარგად ვიცი იმ ადამიანების მენტალიტეტი, რომლებიც თავს თვლიან ძირძველ თბილისელებად. არა ყველა, მაგრამ ძირძველი თბილისელების ნაწილი ფიქრობს, რომ დედაქალაქის მერი აუცილებლად უნდა იყოს თბილისელი, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი პირველ რიგში. მეორე თვალსაზრისით, დისკრიმინაცია დაუშვებელია. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი შესძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების და ქვეყნის სასიკეთოდ დახარჯვის შესაძლებლობა. მესამე, მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი ანალოგები, როცა დედაქალაქის მერები ან საერთოდ, ქვეყნის პრეზიდენტები არა უშუალოდ იმ ადგილზე დაბადებულები ყოფილან, საიდანაც უწევდათ მათ მართვა ან სადაც უწევთ მართვა. ამიტომ, მე ვფიქრობდი და ჩვენი გუნდის საერთო პოზიციაა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ეს არის გარკვეული ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მოსაზრებები. რა თქმა უნდა, მათ ეს მოსაზრებები გააჩნიათ და ჩვენ ამას არ ვდევნით. მას შემდეგ, რაც მე დავიწყებ საარჩევნო კამპანიას ან დავამთავრებ მას და გავხდები თბილისის მერი, ეს ადამიანები ან მათი ნაწილი ამ მოსაზრებაზე დარჩებიან ალბათ, მას შემდეგაც, თუმცა მე ვიცი, რომ დედაქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათთვის მნიშვნელოვანია როგორი ადამიანი მოვა დედაქალაქის სათავეში”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.