მოსახლეობის უმრავლესობას კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემა აქვს. “გურია ნიუსის” რედაქციაში მოდიან მოქალაქეები და დახმარებას გვთხოვენ: _ ხელისუფლებამ ისეთი ტყეკაფი მოგვიზომა შეშის მოსაჭრელად, იქ მისვლა შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ტრანსპორტი ადგილზე ვერ მიდის, შეშა ხევიდანაა ამოსატანი, ყველას ბენზოხერხი არ აქვს, მამაპაპური ნაჯახით კი შორს ვერ წახვალ. ასი ლიტრი საწვავი მაინცაა საჭირო, გორთაფონის, სამების ან ზემოსურების მიმდებარე ტერიტორიებიდან რომ შეშა გამოიტანო. იქნებ, გვიშველოთ რამე! _ ამბობენ ისინი.
ჩვენ შევხვდით სატყეო მეურნეობის თანამშრომლებს, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ შეშის მოსაჭრელად განკუთვნილი ნაკვეთები მართლაც შორსაა, მაგრამ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ახობაძე კი ამბობს, რომ ეს გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხში ჩარევის შესაძლებლობა არ აქვს.
ჩვენ შევეცდებით, დავუკავშირდეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და ამ საკითხთან დაკავშირებით მკითხველს მათი პოზიცია გავაცნოთ.