მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა გურიაში მის უწყებაში შემავალი სსიპ-ები მოინახულა. ის ძალიან დაიღალა და კომენტარს ვერ გააკეთებს.
“გირჩევთ არ დაელოდოთ. ძალიან რთული გზა გამოიარა და წინ კიდევ რთული გზა ელის. ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს, ახლობელთან არის ოჯახში და ძალიან გთხოვთ მანდ ნუ დაელოდებით”, _ გვითხრა იუსტიციის მინისტრის პრესსამსახურმა.
“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი ცდილობს მინისტრთან შეხვედრას და ჩუმი ვიზიტის დეტალების გარკვევას. პრესსამსახური კი ამბობს, რომ ეს იყო სამსახურეობრივი ვიზიტი და შესაბამისად მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება არ მოხდება.