როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ამის წინაპირობები არსებობს და ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა პროცესში.
“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეეცადოს და პროცესი დიალოგის გზით წარმართოს. ჩვენ უაღრესად მოხარული ვიქნებოდით, თუ უკრაინაც იმავე გზით ივლიდა, რა გზითაც ფაქტობრივად მიდიან საქართველო და მოლდოვა, მაგრამ ამავდროულად, პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს. ჩვენთვის უკრაინის ყველა მოქალაქე, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, უაღრესად ფასეულია. ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და იმედი გვაქვს, ყველაფერი დამშვიდდება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე”,_ განაცხადა პრეზიდენტმა.