სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,149021 გრ ბუპრენორფინი და „ბრაუნინგის“ მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით) და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.