ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდება ის პროექტები რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის სფეროში, რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, გააუმჯობესებს შრომის ბაზრის მართვას და ასევე სთავაზობს პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას. საერთო დაფინანსება 2013 წელს შეადგენს € 87 მილიონი, ნაწილდება სამ ქვეყანაზე მოლდოვა (€ 35 მილიონი), საქართველო (€ 27 მილიონი) და სომხეთის (€ 25 მილიონი).
“წელს სამი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა დაჯილდოვდა დემოკრატიული გარდაქმნის და ფუნდამენტური ფასეულობების ერთგულებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯგუფი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. დამატებითი დაფინანსება ნიშნავს ნაციონალური რეფორმების და გაერთიანებული პროგრამების უფრო მეტ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოქალაქეთა ცხოვრებაში”, _ განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.
EaPIC პროგრამით დამატებით დაფინანსება გამოეყო აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებს, რომლებმაც აჩვენეს პროგრესი დემოკრატიის გაღრმავებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
EaPIC პროგრამა აფინანსებს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებს, რომლებმაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეფორმების გატარებაში პროგრესს მიაღწიეს.