_ აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის ახალდანიშნული გუბერნატორები იმიტომ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება.
_ ბატონო ზვიად, ცნობილია, რომ თქვენ მხარს უჭერდით დავით დარჩიას კანდიდატურას…
_ ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების უფლება ჰქონდა პრემიერ-მინისტრს და ეს მან სწორად გამოიყენა. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ დავით დარჩიასთვის მხარი უნდა დამეჭირა. გადაწყვეტილება კი უნდა მიეღო პრემიერ-მინისტრს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი მიესალმება, რადგან ახალი გუბერნატორების კანდიდატურები მოსაწონია და დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმეს პროფესიონალურად გააკეთებენ. ჩვენ კი პარლამენტარები გავაგრძლეებთ ჩვენს საქმიანობას და მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.
_ გქონდათ თუ არა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და იყო თუ არა საუბარი გურიის გუბერნატორის კანდიდატების შესახებ?
_ არა, არ მქონდა. მე რამდენადაც ვიცი, არცერთ ჩემს კოლეგას არ ქონია გუბერნატორების დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი პრემიერ-მინისტრთან.
_ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა მხარდამჭერა განაცხადა, რომ ოზურგეთში კარავი თუ დაიშლებოდა, თქვენ მათ მოთხოვნებს შეასრულებდით. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო გამგებლის წასვლის საკითხი…
_ არავისთვის არანაირი პირობა არ მიმიცია. თუ ისინი სიტუაციას განმუხტავდნენ და აიღებდნენ ამ უაზრო კარვებს, შევპირდი მათ მთავარ მოთხოვნებს დავაყენებდი მაღალ დონეზე და ეს ნამდვილად გავაკეთე, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვიყავი და არა ვარ ამ შემთხვევაში.
_ ოზურგეთში ამ ბოლო დროს არ ჩანხართ და არც მოსახლეობას არ ხვდებით, რა არის ამის მიზეზი?
_ ჩამოსვლებს რაც შეეხება მართალია, რომ ფიზიკური მდგომარეობის გამო ნაკლებად ვიყავი 3თვის განმავლობაში ოზურგეთში, მაგრამ ვარწმუნებ მოსახლეობას ახალი წლიდან ეს ნამდვილად გამოსწორდება.