აქციის მონაწილენი სააკაშვილის პერიოდში ე.წ. სასამართლოს მიერ მასობრივად გამოტანილი უკანონო გადაწყევტილებების გადახედვის მიზნით “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდეგნი კომისიის” შექმნისა და მოშიმშილე პატიმრებზე ზეწოლისა და ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ.
ორგანიზატორთა განცხადებით, ამ კომიის გარეშე რეჟიმის დამნაშავეთა დიდი ნაწილი დაუსჯელი დარჩება, ხოლო ასობით და თუ არა ათასობით უკანონო პატიმარი ვერ მოიპოვებს შანსს რეალურ სასამართლოზე დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს უფლებადამცველებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა. აქციაზე ხელი ეწერება სამართლიანობის აღდგენის და ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციას.
პერიმეტრს აკონსტროლებს საპატრულო პოლიცია. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ერთ-ერთ მომიტინგეს დახმარება აღმოუჩინა და სტაციონარში გადაიყვანა.