_ ის, რაც ალეკო მამეშვილთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მოხდა, არის ზეწოლა. ახალ ხელისუფლებას ყველგან სურთ ჰყავდეს თავისი კადრები. ადამიანების გადაბირება ახალი ხელისუფლების საფირმო ხელწერა გახლავთ, რაზეც ქვეყნის გარედანაც იყო კრიტიკული განცხადებები. დღეს სამტრედიის რაიონში იყო მცდელობა სხდომის ბლოკირების, საბედნიეროდ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და აირჩიეს ახალი თავმჯდომარე.
რაც შეეხება ოზურგეთს, ჩვენ აღარ გყავს საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ გვაქვს ფრაქცია, რომელსაც არ აქვს გადამწყვეტი ხმა და არ არის უმრავლესობა. შესაბამისად, უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც ვიცი, ჩვენ კანდიდატურა არ გვყავს. _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს გიგი წერეთელმა.