ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაახლოებით ერთი საათის წინ, აჭარა –გურიის ტრასაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა, რომელიც ქობულეთიდან მოემგზავრებოდა, ციცინათელას მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ასაკის ქალბატონსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიოულს შეასკდა.
მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი სხვა პირები კი დაშავდნენ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ. 276 მუხლის 5 ნაწილით.