ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების და მერიის სამსახურების დებულების საჯარო განხილვა დღეს, დილის 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 30 წუთით დაგვიანდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ, სწორედ იქ ჩაატარა სამსახურის უფროსებთან თათბირი, სადაც საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარებულიყო.
30 წუთიანი ლოდინის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხდომის დაწყებას აღარ დაელოდნენ და თავიანთ ოფისებში დაბრუნდნენ.
"თათბირი მქონდა თანამშრომლებთან. განვიხილეთ ის, რომ ყველამ სამსახურის უფროსებმა უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვა, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და ა.შ.", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.