ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, სასტუმრო "ოქროს საწმისთან", დაახლოებით 200 ადამიანისაგან შემდგარი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები, რომელთა შემადგენლობაში სასულიერო პირებიც იყვნენ, ორგანიზატორებისგან განმუხურის ტერიტორიაზე, იქ სადაც იმიტირებული ქვეყანა "კაზანტიპია" აშენებული, შესვლას ითხოვდნენ. თუმცა, მათ ამის უფლება არ მისცეს.
რატომ არ მივიდნენ საპროტესტო აქციაზე ზუგდიდლები, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ერთ-ერთ მსახურს დაუკავშირდა.
"კაზანტიპის" ჩატარების საკითხი კანცელარიაში გადაწყდა. ამიტომ, არ ვაპირებ ზუგდიდიდან ანაკლიაში ჩასვლას და საპროტესტო აქციაზე მისვლას. არ მინდა პოლიტიკოსებისა და რომელიღაც კავშირების ქულების ჩასაწერად გამართულ აქციაში მოვიღო მონაწილეობა. "კაზანტიპის" ჩატარების უფლება კანცელარიაში მიიღეს, ამიტომ, აქ ჩამოსვლას სჯობდა აქცია თბილისში ჩაეტარებინათ."