საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის კორუმპირებული არასდროს ყოფილა. მისივე თქმით მის ოჯახს შემოსავალი არ ჰქონდა და არც პიჯაკების ყიდვა შეეძლო:
_ რომელი გირჩევნიათ პრეზიდეტი რომელიც თავის თვითმფრინავით დაფრინავს და ბევრ ფულს აკეთებს, თუ პრეზიდეტს რომელსაც სახელმწიფო ინახავს, მაგრამ სამაგიეროდ არავის ფულს არ აპარიებს?!
9 წელიწადში, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გააცნო მთელ მსოფლიოს, რომელიც 9 წელიწადში დაესწრო 50-ზე მეტ სამიტს, მიიღო მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ლიდერი საქართველოში, 7 პიჯაკი დაჯდა. 7 პიჯაკი თუ 8 პიჯაკი მხოლოდ? და ამაზე არის ივანიშვილი რასაც ადებს ყველაფერს. კარგით რა ხალხო. ვაცხადებ, რომ განსხვავებით ამ ხალხისგან მე კორუმპირებული არასდროს არ ვყოფილვარ, ჩემს ოჯახს შემოსავლები არ აქვს და მე არ შემეძლო ჩემით პიჯაკის ყიდვა, _ განაცხადა სააკაშილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში საუბრისას.