დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
"ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. სპორტი და ასეთი თერაპია ძალიან გვეხმარება. ზოგი ხატავს, ზოგი ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" რატი დეისაძემ, რომელიც მისი თქმით, 1983 წლიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი.
"მინდა გითხრათ, რომ აქაური პაციენტები ფსიქიკური მდგომარეობა სხვადასხვანაირია, რეციდივი და რემისია. რეციდივები არიან, როცა ვერ გრძნობენ თავს კარგად და მკურნალობას საჭიროებს. თუ რემისია აქვთ, იგივე ნორმალური ადამიანები არიან. ანუ, გარკვეული მკურნალობის მერე ნორმალური ადამიანი ხარ. ამ ადამიანებზე არ ითქმის, სიტყვა "გიჟები". არანაირი განსხვავება არ არის ნორმალურ ადამიანსა და მათ შორის."