ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის თემში შემავალ სოფელ კოხში, კიწმარიშვილების ოჯახის ეზოში მეწყერი ჩამოწვა.
ეზოში შესასვლელთან, მიწა მთლიანად ჩამოშლილია. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე.
ჩხაიძის თქმით, სასწრაფოდ მოიწვევენ გეოლოგებს, თუმცა მანამდე, ოჯახის ევაკუაციაა საჭირო.
"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ესაა მწარე რეალობა და საკმაოდ საშიშია ოჯახისთვის აქ ცხოვრება. ამიტომ, ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახის ევაკუირება მოვახდინოთ", _ გვითხრა გუბერნატორმა.
კოხში მეწყერი რამდენიმე ადგილზეა ჩამოწოლილი.
"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და ვრცელ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
(ფოტო არქივიდან)