დღეს, გამთენიისას, სუფსა-ჯუმათის გადასარბენზე, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატვირთო მატარებელსა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელს შორის შესაძლო შეჯახება აღიკვეთა.
ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო მატარებლის მემანქანეს ჩაეძინა. შესაბამისად, მატარებელმა წითელ შუქნიშანზე განაგრძო მოძრაობა და გზა არ დაუთმო საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მატარებელს.
აღნიშნული ფაქტი დროულად შეამჩნიეს დისპეტჩერებმა და მატარებელს შეუწყვიტეს ელექტრო ენერგიის წყარო, რითაც აღკვეთეს მატარებლებს შორის შესაძლო შეჯახება.