https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვახტანგ ხმალაძე: “საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა”

10:11; 27.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტის წევრებთან – ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა.

ცვლილების მიხედვით, კანონს ემატება ახალი ტერმინები და მათი განმარტებები, კერძოდ, განისაზღვრა უფლებამოსილი ორგანოს ცნება, ამასთან წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია კონტროლის ელექტრონული სისტემისა და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემების განმარტებები. კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კონტროლის მექანიზმს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე. პროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომლის შესაბამისადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უნდა უზრუნველყოს კონტროლის ელექტრონული სისტემისა და მონაცემთა ბანკების კონტროლის ელექტრონული სისტემების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა.

"ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვა. პირველი ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების და თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი და მეორე – ეს არის უსაფრთხოება, რომელიც ასევე არის ადამიანის უფლებების სფერო და ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილი. ამ ორი სიკეთის დაბალანსებას ვცდილობთ ჩვენ შემოთავაზებული კონცეფციით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, სასამართლო უნდა იყოს ის საბოლოო ინსტანცია, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ყველა ინფორმაციას ამოწმებს და აანალიზებს.

"რას გულისხმობს ორი გასაღების პრინციპი: ერთი გასაღები, რომელიც აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს – არის საკონტროლო გასაღები, ანუ ინსპექტორს შეუძლია ეს გასაღები გამოიყენოს და ჩართოს მას შემდეგ, რაც გადაამოწმებს ინფორმაციას არის თუ არა ყველაფერი სწორად, როგორც ეს მოსამართლემ გადაწყვიტა და თუ მიიჩნევს, რომ არის სწორად, პირველი ღილაკი, რომელსაც ხელს აჭერს, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ის ღილაკი ვერ დაიწყებს საგამოძიებო მოქმედებებს, თუ ინსპექტორის საკონტროლო გასაღებით არ ჩაირთო. დადასტურების შემთხვევაში, როდესაც ორივე გასაღები დატრიალდება, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ინსპექტორს აქვს უფლება, არ დააჭიროს მეორე ღილაკს ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლესაც რომ ჰქონდეს გაცემული უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ განახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს“,- განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე პრეზენტაციაც წარმოდგინა. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებსაც. პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ინსპექტორის ფუნქციაა შეამოწმოს რამდენად სწორად იყო დაშვება ინფორმაციაზე. მისივე თქმით, წარმოდგენილი პაკეტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მეშვეობით, ორგასაღებიანი სისტემის გამოყენებით კონტროლი მხოლოდ ფარულ სატელეფონო მიყურადება-მოსმენაზე ხორციელდება და არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ორგასაღებიანი სისტემის გამოყენებით კონტროლს ინტერნეტ კომუნიკაციაზე განახორციელებს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კანონპროექტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორდონიანი კონტროლი გაწერილი არ არის.

კანონპროექტზე ისაუბრა თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ. მისი განცხადებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შენიშვნები გამოითქვა, რომელთა ნაწილი გაზიარებულ იქნა. ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტის წევრთა ნაწილის აზრით, ბრძანების გაცემა და არხის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მონაცემების მიღებაზე, ინტერესთა კონფლიქტშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელ, საზედამხედველო ფუნქციასთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრთა შეკითხვებსაც უპასუხა.

უმცირესობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, არის თუ არა თეორიული შესაძლებლობა იმის, რომ პარლამენტმა მიიღოს როგორც ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის პროექტი, ასევე თავად ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა.

"ამის ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ თუ მოხდება, ასეთ შემთხვევაში ორივე კანონი ამოქმედდება და ნორმათა კოლიზია გაჩნდება. ასეთ შემთხვევაში კი იმოქმედებს წესი, რომელიც "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონით არის განსაზღვრული, თუ რომელ ნორმას ეძლევა უპირატესი ძალა სხვის წინაშე – უპირატესი ძალა უფრო ახალ კანონს ენიჭება", – განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზეც.

"აბსოლუტურად დაცული სისტემა ბუნებაში არ არსებობს. დანიშნულება ნებისმიერი კანონისა, რეგულაციებისა, რისი მიღებაც ჩვენ გვინდა ის არის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები უკანონო შეჭრისა პირად ცხოვრებაში. ეს არის მიზანი“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინსტიტუტის მოქმედება პერსონებზეა დამოკიდებული, თუმცა სისტემამ თავად უნდა უზრუნველყოს დაცვის ხარისხი, რომ დეპერსონალიზაცია მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი.

რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, ტრიბუნა ფრაქციების წარმომადგენლებსაც დაეთმოთ. ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების“ სახელით, სხდომაზე დამსწრეთ შალვა შავგულიძემ მიმართა. დეპუტატის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით უგულვებელყოფილია ევროკავშირის დირექტივა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შემოყვანილია, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი სუბიექტი. მან უნდა შეამოწმოს და გააკონტროლოს, ხორციელდება თუ არა მოსამართლის მიერ ნებადართულ ფარგლებში ეს ღონისძიება“,- განმარტა შალვა შავგულიძემ. მისივე განცხადებით, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, პოზიცია დააფიქსირა ზურაბ ჯაფარიძემ. უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მოსმენა. მისივე თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯერის ფუნქცია ექნება, მას შეეძლება, გააკეთოს ცალკე სისტემა და განახორციელოს ფარული მოსმენა ისე, რომ ეს არსად აღირიცხოს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ამის შესახებ ინფორმაციას ვერ მიიღებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრთა განცხადებით, ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი სხვა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.
აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტის განხილვა დღეს, პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 11 საათზე დაიწყება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დიმიტრი ხუნდაძე: "ყველაზე მთავარია, პენსიონერებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები"

ფონდი ნატახტარის“ პროქტის „იზრუნე მომავალზე“ 2014 წლის ანგარიშს წარადგენს

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო