საყდრისის დაცვის კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე, სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლება გააპროტეს და ადგილობრივ პოლიციას განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე უკანონოდ აწარმოებს სამუშაოებს, რაც სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ.
თბილისიდან ჩასულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, საყრდისის ბორცვთან ადგილობრივებისა და RMG Gold-ის თანამშრომლების კონტრაქცია დახვდათ.
ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების გაჩერება არ შეიძლება, რადგან ამით შესაძლოა დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩეს.
თბილისში დაბრუნებულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტისგან საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.