ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტური ქართველებისა და მათი "ოფი"-sთვის. ჯერ იყო და ფინანსური კრიზისი გამო (მოთამაშეებს ხელფასს ევრ უხდიდა, მათ შორის კი ქართველებიც არიან) გუნდს 6 ქულა ჩამოაკლეს, ჩემპიონატში კი კლუბი "ვერიასთან" გასვლაზე 1:4 დამარცხდა. ქართველთაგან მხოლოდ ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ითამაშა, ხოლო გიორგი მერებაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.
"ოფი" ჩემპიონატში ჯერჯერობით XIII ადგილზეა.
"ოფი" ჯერ კიდევ წინა ტურში არ აპირებდა სათამაშოდ გასვლას "პანაითოლიკოსთან" (1:3), მაგრამ თამაშს მას შემდეგ დასთანხმდა, რაც კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს მახლასმა 126 ათასი ევრო გაიღო.