"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, თემურ სალუქვაძის თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმე სამართალდამცვამა ორგანოებმა სწრაფად და დროულად უნდა გამოიძიონ.
"ის რაც მოხდა დღეს, შემზარავია. ამ ადამიანს მთელი საქართველო იცნობდა, როგორც გამწარებულ მამას და ეძებდა სამართალს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მოვითხოვ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ვაზაგაშვილის საქმე". – გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს თემურ სალუქვაძემ.