რუსმა სამხედროებმა, ლუგანსკში, ბახმუტის ტრასაზე უკრიანის არმიის 31-ე ბლოკპოსტი გაანადგურეს, ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლები 29-ე ბლოკპოსტზე.
მეომრების ინფორმაციით, რუსული ტანკებმა გაარღვიეს ბლოკპოსტი და სოფელ ჟელობოკში შევიდნენ.
ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბლოგერი სერგეი ივანოვი წერს:
"ბახმუტის ტრასაზე 31-ე ბლოკპოსტი რუსებმა გაანადგურეს. 6-საათიანი საარტილერიო დაბომბვის შემდეგ ტანკები წამოვიდნენ. ჩვენებმა ერთი ტანკი გაანადგურეს, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, კიდევ რა რაოდენობის ჯარები და სამხედრო ტექნიკაა ჩართული ამ ოპერაციაში, რომლის მიზანია, ალყა შემოარტყას სოფელ კრიმსკოეს, სადაც უკრაინის არმიის 24-ე ბრიგადაა გამაგრებული. სოფელ ჟელობოკში შევიდნენ რუსული სამხედროები. არა სეპარატისტები, არა კაზაკები, არამედ _ რუსები!"
31-ე ბლოკპოსტის დაკარგვას უარყოფს ჟურნალისტი რომან ბოჩკალა: "პოსტი არ დაგვითმია. უბრალოდ, ჩვენმა ბიჭებმა გადაჯგუფება მოახდინეს და სწორადაც მოიქცნენ _ მათ ცხვირწინ მტრის ტანკები აღიმართნენ. ვისაც მიაჩნია, რომ ბლოკპოსტი დავთმეთ, წარმოდგენა არ აქვს, რას წარმოადგენს ეს საყრდენი პუნქტი.
მტერს უნდა სოფელ კრიმსკოეს დაკავება და სამი მხრიდან მოძვრება, მაგრამ ბიჭები მაგრად დგანან და საკადრისად იგერიებენ."