სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტის, ხათუნა რუსიძის ინფორმაციით, ცოფის ფაქტის გამოვლენის გამო, გუბერნატორის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჩიბათი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. დაავადების კერაში კისადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ამ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების დახმარებით, ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია მიმდინარეობს, განურჩევლად იმისა არის თუ არა იგი ადრე აცრილი.
რუსიძის თქმით, სასიამოვნო სიახლეა ის, რომ წესით მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს და უშუალოდ მეპატრონის ნებაა საკუთარი ხარჯებით მოახდინა იგი, თუმცა ახლა, იგივე პროგრამით, საკარანტინო ზონაში გათვალისწინებულია როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის და ასე შემდეგ ვაქცინაცია.