საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, გურიის კარატის ფედერაციის ხელმძღვანელმა, მერაბ თურქიამ, 2014 წლის გამორჩეული მწვრთნელისა და საუკეთესო მსაჯის ტიტული მიიღო.
ხოლო, ახალგაზრდა ლანჩხუთელმა კარატისტმა, გიორგი კეჭეხმაძემ, წლის გამორჩეული სპორტსმენის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ნომინანტთა დაჯილდოება კარატეს ეროვნულ ფედერაციაში შედგა და გამარჯვებულებს სერთიფიკატები თავად ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ გადასცა.