იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე აცხადებდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დააწინაურეს და დღესაც უწყების მაღალ თანამდებობზე იმყოფებიან.
"რომელ გამოძიებაზე მელაპარაკებით? პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს“, _ აცხადებდა ვაზაგაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, ოთარ მირზოევმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა, რაც შეეხება გიორგი დალაქიშვილს ის პირადი განცხადების საფუძველზე დაახლოებით ორი კვირის წინ გათავისუფლდა.