ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგომისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
"პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – შარშან პარლამენტში სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანის.
წელს ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისკენ. ისტორიულად, კუტლურულად ჩვენ ევროპა ვართ. არა მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე.
შესაძლოა გარკვეულწილად უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის, რადგან გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის.
ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც ეს არის – ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ის ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თნამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე, თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპული.
ესაა ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობა.
ახლა როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, არამხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო", _ განაცხადა მარგველაშვილმა.