გურიის გუბერნატორთან მიღების დროს მოქალაქეთა ერთმა გჯუფმა ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის პრობლემა დააყენეს. როგორც მათ გია სალუქვაძესთან შეხვედრისას აღნიშნეს, ოზურგეთიდან ქუთაისამდე პირდაპირი სარკინიგზო მარშრუტი არ არსებობდა და მგზავრებს ტრანსპორტის გამოცვლა და დროის დაკარგვა უხდებოდათ.
საგულისხმო დეტალია ისიც, რომ მგზავრობის თანხა 6 ლარამდე იზრდებოდა.
მოქალაქეებმა გუბერნატორს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
გუბერნატორმა ხსენებული საკითხი თავდაპირველად მგზავრთა გადაყვანის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით ქურიძესთან განიხილა და შემდგომ ამისა შუამდგომლობა "საქართველოს რკინიგზასთან" დააყენა.
აღნიშნულმა უწყებამ გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის შუამდგომლობა ოპერატიულად დააკმაყოფილა, რითაც ქუთაისის მიმართულებით მოძრავ მგზავრებს მნიშვნელოვანი შეღავათი გაეწიათ.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მატარებელი ‘’ოზურგეთი-მახინჯაური:’ სადგურ ნატანებში პირველი შევა. მგზავრები ნატანებამდე 0,50 თეთრად, ხოლო ნატანებიდან მახინჯაური-ქუთაისის მატარებლით, ქუთაისამდე 1 ლარად იმგზავრებენ.
უკვე დღეიდან, 22 ივნისიდან, ოზურგეთი-ქუთაისის მიმართულებით მატარებელი 08:05 წთ-ზე გავიდა.