ფრანკლინ რუზველტის მიერ არჩევნებში მეოთხე გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ამერიკის კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორება, რომლის თანახმად ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. ასეთივე კანონია სერბეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ხოლო იტალიაში პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.
უჩვეულო ფაქტი შეემთხვა ისლანდიის მეორე პრეზიდენტს – აუსგეირ აუსგეირსონს: მან პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი სრული ვადა იმსახურა, მათ შორის სამჯერ ავტომატურად აირჩა პრეზიდენტად, რადგან, არ ჰყავდა კონკურენტები არჩევნებზე.
რამდენიმე არჩეულმა პრეზიდენტმა ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ წესიერად ვერ დატკბნენ თავიანთი პრეზიდენტობის პერიოდით: ბრაზილიელი ტანკრედუ ნევისი თავის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა, ხოლო ამერიკელი უილიამ ჰარისონი, ინაუგურაციის დღეს გაცივდა და ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე ფილტვების ანთებისგან გარდაიცვალა.
ყველაზე ბევრი ქალი პრეზიდენტი ლათინურ ამერიკასა და შვეიცარიაშია რეგისტრირებული. მათ შორის პირველი გახლდათ არგენტინის პრეზიდენტი იზაბელ მარტინეს დე პერონი. არგენტინასა და ბრაზილიაში პრეზიდენტებად ამჟამადაც ქალები მსახურობენ.
ზიმბაბვეს დიქტატორმა რობერტ მუგაბემ პირველი არჩევნების დროს ზიმბაბვეს პოტენციური ამომრჩევლების რაოდენობაზე სამი მილიონით მეტი ხმა მიიღო. მუგაბეს მომხრეებმა ფალსიფიცირებული ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთებში, ისე, რომ არ დაუთვლიათ მოსახლეობის საერთო რაოდენობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც არჩევნებზე ერთმა კანდიდატმა ხმათა 100 პროცენტი მიიღო. ეს მოხდა 1789 წელს და პრეზიდენტად მაშინ ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს.
ყველაზე დაბალი "აიქიუს" მქონე პრეზიდენტად ამერიკის შერთებული შტატების ისტორიაში ჯორჯ ბუში-უმცროსი სახელდება. მისი ინტელექტის დონე 91 ქულას შეადგენს, მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკურად, რიგითი ამერიკელის „აიქიუ" 100-ს აღემატება. ამასთან, ჯორჯ ბუშ-უმცროსი ერთადერთი ადამიანია პლანეტაზე, რომელმაც სეგვეიდან (ორთვლიანი ელექტრომობილი) ჩამოვარდნა მოახერხა.
მსოფლიო პრეზიდენტების პირველად პროფესიებს შორის იურისტები და ეკონომისტები ჭარბობენ, თუმცა, არიან სხვა პროფესიების წარმომადგენლებიც: პროკურორები, მსახიობები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, ექიმები, მასწავლებლები, ბიზნესმენები, სამხედროები და პოლიციელები. შვეიცარიის კონფედერაციაში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას პროფესიით მეტყევე ასრულებდა.
ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მსოფლიო ისტორიაში უხუცეს პრეზიდენტად ითვლება – ინაუგურაციის დღეს იგი 70 წლის იყო. დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად კი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი – ლუი ბონაპარტი, იგივე ნაპოლეონ მესამე მიიჩნევა, რომელიც 40 წლის ასაკში შეუდგა მოვალეობის შესრულებას.