საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, პარიზში, პარასკევს მომხდარი თავდასხმების შემდეგ პარლამენტის ორივე პალატას სხდომაზე განუცხადა, რომ "ეს ომია." აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შეხვდება.
როგორც ცნობილია, პარიზში მოხდარი თავდასხმების შედეგად საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში 129 ადამიანი დაიღუპა.