ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობა მოხდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წაღებულია ფული. ყაჩაღობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ დვაბზუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ყაჩაღობის ამბავს ადასტურებს.
_ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის179 მუხლით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, – გვითხრეს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ "გალფის" ბენზინგასამართი სადგური გასული წლის ზაფხულშიც დააყაჩაღეს.