გურიაში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო შეფერხებით მოძრაობს ტრანსპორტი და რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების და ქუჩების ნაწილი ამ დრომდე გაუწმენდავია. გზებზე პრობლემებია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც.