ესპანური გრანდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რომლის თანახმად კლუბის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს კი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი დაიკავებს. ზიდანი აქამდე რეალის ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად მუშაობდა, გასულ სეზონში კი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო. ფრანგი ლეგენდისთვის მადრიდის რეალი პირველი კლუბია რომელსაც როგორც მთავარი მწვრთნელი ისე უხელმძღვანელებს.
_ " მე მოვედი იმისთვის რომ ამ საქმეს მთელი ჩემი სული და გული მივუძღვნა, ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება"_ თქვა წარდგენის დროს ფრანგმა.
"რეალი" პირველ მატჩს ზიდანის ხელმძღვანელობით, მადრიდში, დეპორტივოს წინააღმდეგ გამართავს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved