თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე ნაპოვნი ცხედარი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორს ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.
ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
პროკურატურაში ასევე ადასტურებენ, რომ ქირია მოკლულია, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ქირიას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.