ლანჩხუთის კულტურის სახლის შენობის ფასადიდან ზედაპირის მოსაპირკეთებელი ფილები ჩამოცვივდა, რასაც საბედნიეროდ ადამიანთა დაზიანება არ მოჰყოლია. შემთხვევიდან მოკლე დროში კი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური გამაფრთხილებელი ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს.
"ფილები დღეს კულტურის სახლის შენობის საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ჩამოცვივდა. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის მიხედვით მოკლე დროში განხორციელდება შენობაზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მანამდე რაიმე უბედურების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური ლენტების საშუალებით, ტერიტორიის იზოლირება მოხდა" -განაცხადა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ.