სანამ ქართველი ერი იმის გარკვევაში იყო, თუ ვის ეკუთვნოდა „ყვავილების ქვეყანა“ – მიხეილ ჩირინაშვილს თუ გოგი ვასაძეს, სრულიად მოულოდნელად სიმღერას „ნამდვილი ავტორი“ მანუკ ხაჩატრიანი მოევლინა და ქართველებს სასამართლოში ჩივილითაც ემუქრება.
საქმე ეხება სერობ აჯემიანის შესრულებულ სიმღერას „ჰაიასტან“, რომელიც „იუთუბზე“ ყველა მსმენელს შეუძლია ნახოს და მოისმინოს („youtube”-ზე იხილეთ: Сероб Аджемян- HAYASTAN).
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ათწლეულების განმავლობაში “ვიპარავდით და ვითვისებდით” ამ შესანიშნავ სიმღერას, რომელიც თურმე … ვის თუ არა ჩვენ “მოძმე-მეზობლებს ეკუთვნოდათ”.
სიმღერის ვიდეო-კლიპში, მუსიკის ავტორობასთან ერთად, მანუკ ხაჩატრიანი სომხური ტექსტის თანაავტორად არის მოხსენიებული.
ამავე თემაზე იხილეთ სტატია : მანუკ ხაჩატრიანი: ბო***ო, „ყვავილების ქვეყანა“ სომხური სიმღერაა და ქართველმა ქურდებმა მოიპარეთ