პოპულარული ტურისტული საძიებო სერვისის „Trivago“-ს კვლევის მიხედვით ევროპის ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი ქალაქები გამოავლინეს. ტურისტებისთვის ევროპაში ყველაზე იაფ ქალაქად სოფია დასახელდა. მოგზაურებს ბულგარეთის დედაქალაქში ერთი ღამის გატარება 2015 წელს საშუალოდ 67 დოლარი უჯდებოდათ. მეორე ადგილზე მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე გახლავთ. იქ სასტუმროებში ერთი დღე საშუალოდ 70 დოლარი ღირს. მესამე ადგილს 74 დოლარით სარაევო იკავებს.
სპეციალისტებმა ევროპის ყველაზე ძვირი ქალაქებიც დაასახელეს. რეიტინგში უმაღლეს საფეხურს ლონდონი იკავებს, სადაც ღამის გატარება საშუალოდ 276 დოლარი ღირს. ძვირი ქალაქების რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს ბერნი და პარიზი იკავებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved