ძიუდოს „დიდი მუზარადებიდან“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – პარიზის გრან-სლემი ავთანდილ ჭრიკიშვილის გამარჯვებით დასრულდა. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ჭრიკიშვილმა ბულგარელი ივაილო ივანოვი შესანიშნავი გდებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.