ცნობილმა ინგლისელმა მეკარემ, ინგლისის ნაკრების რეკორდსმენმა დევიდ ჯეიმსმა ოფიციალურად გამოაცხადა თავი გაკოტრებულად.
მან მთლიანად დაკარგა 20-მილიონიანი ქონება და ჰერტფორდის საგრაფოს სასამართლომ იგი ბანკროტად გამოაცხადა.
ფინანსური აქტივები ჯეიმსმა ხანგრძლივი განქორწინების გამო დაკარგა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, ანუ, ის, ფაქტობრივად, ყოფილმა მეუღლემ გააკოტრა.
ამჟამად ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისურ სპორტულ არხებზე მუშაობს ექსპერტად და ასევე "არმანის" მოდელი გახლავთ.
დევიდ ჯეიმსი ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია მსოფლიო ჩემპიონატებზე – 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, ჯეიმსი 40 წლის ასაკში გავიდა საფეხბურთო მინდორზე.